სასარგებლო რესურსები

აწარმოე საქართველოში, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს 2014 წლიდან, არის ერთადერთი სახელმწიფო უწღება, რომელიც უზრუნველყოფს ბიზნესის მხარდაჭერასა და ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობას საქართველოს ძირითად ეკონომიკურ სექტორებში. სააგენტოს ბიზნეს განყოფილება ხელს უწყობს საქართველოში სამეწარმეო საქმიანობას მეწარმეების მხარდაჭერის გზით - ეხმარება მათ ახალი საწარმოების შექმნაში, ასევე არსებული საწარმოების გაფართოებასა და განახლებაში.
...
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიზანია საქართველოში შექმნას ეფექტური სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას; ასევე ინოვაციური ცოდნის კომერციალიზაციას, რათა ეკონომიკის ყველა სექტორში მოხდეს უახლესი ტექნოლოგიების ინტერგირება და შეიქმნას ინოვაციური განვითარებისთვის საჭირო პლატფორმა.
...
სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) შეიქმნა 2012 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ საქართველოში სოფლის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. სააგენტო ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ მრავალფეროვან პროექტებს. მისი მისიაა ხელი შეუწყოს ფერმერებისა და სოფლის მოსახლეობის კეთილდღეობას საჭირო რესურსების ეფექტურად და სწორად მიწოდების გზით.
...
საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატა არის ყველაზე დიდი ბიზნეს გაერთიანება ქვეყანაში. პალატის მიზანია საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერით ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. ღია დიალოგისა და ადვოკატირების გზით პალატა მხარს უჭერს ბიზნეს სექტორს საკუთარი პრობლემების გადაჭრასა და სხვადასხვა გამოწვევის დაძლევაში. GCCI წარმოდგენილია სამთავრობათაშორისო ყველა კომისიაში და ბიზნესისთვის მნიშვნელოვან სამუშაო ჯგუფში, რათა უზრუნველყოს ყველა ბიზნეს სუბიექტის, განსაკუთრებით რეგიონული მცირე და საშუალო ბიზნესების ინტერესების დაცვა.
...
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ასოციაცია (SMEDA) არის წევრობაზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდას და განვითარებას ადვოკატირების, მათ საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური მიდგომების, კონსულტაციისა და სწავლების გზით.
...
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია დაარსდა 2000 წელს. ასოციაცია არის დამოუკიდებელი, წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დამსაქმებლების (მეწარმეები) და საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციების მოთხოვნების, სტანდარტებისა და კონვენციების შესაბამისად. მისი მიზანია წარმოადგინოს თავისი წევრები, როგორც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მომუშავე მსხვილი, საშუალო და მცირე კომპანიები, გამოვიდეს მათი სახელით და ხელი შეუწყოს მეწარმეობას ქვეყანაში მეტი სტაბილურობის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, ახალი სამუშაო ადგილების და შრომის ღირსეული პირობების მიღწევის მიზნით.
...
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) არის ბიზნეს საზოგადოების ლიდერი ორგანიზაცია, რომელიც მომგებიანია წევრებისთვის რამდენადაც ის იცავს წევრების ინტერესებს, მუშაობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და წევრებს შორის ბიზნეს კავშირების განვითარების კუთხით. ასოციაცია 100-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს. მათი უმრავლესობა ჰოლდინგის ტიპის ჯგუფებია. ჰოლდინგის ჯგუფებში შედიან სხვადასხვა რაოდენობის მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნეს ორგანიზაციები, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციამი 800-ზე მეტი კომპანიაა გაერთიანებული.
...
ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA) დაარსდა 2012 წელს. მისი მიზანია ქართულ საწარმოებს დაეხმაროს განვითარებაში და მათი ექსპორტის დივერსიფიკაციაში შესაძლებლობების განვითარების, ადვოკატირებისა და პოპულარიზაციის გზით.
...
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA), რომელიც დაარსდა 2012 წელს, არის ქოლგა ორგანიზაცია და აერთიანებს 5000-ზე მეტ ფერმერს. ასოციაციის მისიაა გააძლიეროს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორი და გააუმჯობესოს ქართველი ფერმერების ცხოვრების ხარისხი მათი გაერთიანებისა და ხილვადობის გაუმჯობესების გზით. GFA-ს ძირითადი საქმიანობა ემყარება ფერმერების მხარდაჭერასა და ადვოკატირებას, მათი შესაძლებლობებისა და კავშირების გაძლიერებასა და სოფლის მეურნეობის სექტორების გაძლიერებას საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკისა და გამოცდილების მიწოდების გზით.
...
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC) არის არაკომერციული ასოციაცია, რომელიც დაარსდა ქართული და ევროპული კომპანიების მიერ 2006 წელს ბრიუსელში.
...
საქართველოს ტურიზმის ასოციაცია არის კერძო ტურისტული კომპანიების, სასტუმროების, ღვინის კომპანიების, ტრანსპორტის, ავიაკომპანიების და პროფესიული განათლების კოლეჯების ორგანიზაცია საქართველოში. ასოციაცია დაარსდა 2006 წელს, რათა ხელი შეუწყოს: საქართველოში ტურისტულ კომპანიებს შორის თანამშრომლობას; კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობას; ტურისტული სერვისების შესაძლებლობების განვითარებასა და ხარისხის მართვას; ტურისტული ინფორმაციისა და ქვეყნის მარკეტინგის ხელმისაწვდომობას; საქართველოში მდგრადი ტურიზმის განვითარებას; რეგიონული ტურიზმის განვითარებას.
...
„საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია“ საერთაშორისო/ადგილობრივ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით მიზნად ისახავს გაანალიზოს უცხო ქვეყნების გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა, რათა მოამზადოს ადგილორივ ბაზარზე განხორციელებადი კონკრეტული წინადადებები და რეკომენდაციები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის. GDBA-ს მისიაა GDBA-ს წევრების ხელშეწყობა, რათა მათ ჰქონდეთ ძლიერი, დამოუკიდებელი, მაგრამ თანასწორი ბიზნეს და საკანონმდებლო გარემოს შექმნის შესაძლებლობა, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს ეფექტური განაწილების პრაქტიკა და მომსახურება.
...
ეროვნული ოფისი „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა. ეროვნული ოფისის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველი განმცხადებლების ჩართულობას ტექნიკური დახმარების გაწევით, მათ შორის თემატური სწავლებებითა და კონსულტაციებით, ჰორიზონტ ევროპის პროგრამის ხელშეწყობით, სხვადასხვა საინფორმაციო ღონისძიებების ორგანიზებით და ინფორმაციის გავრცელებით. ასევე მისი მიზანია ხელი შეუწყოს ჰორიზონტ ევროპის ეროვნული პარტნიორობის ქსელს და საერთაშორისო თანამშრომლობას.
...
EaP Trade Helpdesk არის EU4Business ინიციატივის ფარგლებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი. ის შექმნილია და ფუნქციონირებს საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) მიერ, რათა ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) სავაჭრო კონკურენტუნარიანობის გაზრდას რეგიონში და ევროკავშირში (EU).
...
Access2Markets არის ევროკავშირის ექსპორტიორებისთვის და იმპორტიორებისთვის განკუთვნილი ახალი პორტალი, რათა მათ შეეძლოთ დეტალური ინფორმაცია მოიძიონ: ტარიფების, წარმოშობის წესების, გადასახადებისა და დამატებითი ვალდებულებების, იმპორტის პროცედურებისა და ფორმალური პროცედურების, პროდუქტის მოთხოვნების, სავაჭრო ბარიერების, სავაჭრო ნაკადის სტატისტიკის შესახებ.
...
EaP სტარტაპების ეკოსისტემის პლატფორმა, როგორც რეგიონული სტარტაპის ეკოსისტემის მონიტორინგის ძირითადი ინსტრუმენტი, უზრუნველყოფს ინფორმაციას სტარტაპების, ინოვაციების, ინვესტორების, დაფინანსებისა და სხვა მრავალი საკითხის შესახებ.
...
ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე